სიახლე

„ბიომი ჰოლდინგმა“ ჰაერსატარების წარმოების შესაძლებლობები გაზარდა

„ბიომი ჰოლდინგის“ მფლობელობაში არსებულ ჰაერსატარების საწარმოში ახალი ხაზი ამოქმედდა. შედეგად, გაიზარდა წარმადობა და კომპანიას სხვადასხვა მასშტაბის HVAC პროექტების საჭიროებებზე უფრო მოქნილად რეაგირების შესაძლებლობა მიეცა.

ჰაერსატარების საწარმო

საკუთარი საწარმო „ბიომი ჰოლდინგს“ საშუალებას აძლევს, ჰაერსატარების წარმოების პროცესი უშუალოდ მართოს - ტექნიკური მოთხოვნების დამუშავებიდან მზა პროდუქციის მიწოდებამდე. რაც ამცირებს გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულებას, ზრდის წარმოების ვადების კონტროლის შესაძლებლობას და კომპანიას ეხმარება, დამკვეთს კონკურენტული პირობები შესთავაზოს.

საწარმო თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარეობს. პროექტის გუნდსა და საწარმოს შორის პირდაპირი კავშირი ტექნიკური საკითხების ოპერატიულად დამუშავებისა და სამუშაო გრაფიკში საჭირო ცვლილებების დროულად ასახვის შესაძლებლობას ქმნის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტანდარტული დეტალების, ინდივიდუალური კონფიგურაციებისა და მკაცრად განსაზღვრული მიწოდების ვადების მქონე პროექტებისთვის.

ფერი და დამუშავება

საწარმოში ჰაერსატარების დამზადებასთან ერთად შესაძლებელია მათი სასურველ ფერში შეღებვაც. ფერი RAL-ის კატალოგის მიხედვით შეირჩევა, შეღებილი ელემენტები კი შესაბამის თერმულ დამუშავებას სპეციალურ ღუმელში გადის.

„კარტლისის“ სივრცე მწვანე ჰაერსატარებით
„კარტლისის“ პროექტისთვის განკუთვნილი მწვანე ფერის ჰაერსატარები

ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით აქტუალურია ღია ჭერის მქონე სივრცეებისთვის, სადაც საინჟინრო კომუნიკაციები ინტერიერში ხილული რჩება. ასეთ პროექტებში ჰაერსატარი მხოლოდ ტექნიკური ელემენტი აღარ არის - მისი ფორმა, შესრულების ხარისხი და ფერი საერთო არქიტექტურული კონცეფციის ნაწილი ხდება.

ახალი ხაზის ამოქმედებით „ბიომი ჰოლდინგმა“ გაზარდა ნებისმიერი კონფიგურაციის ჰაერსატარების წარმოების სიმძლავრე, რითიც უფრო მოქნილად უპასუხებს თითოეული პროექტის მოთხოვნებს. გაზრდილი სიმძლავრით კომპანიას შეუძლია, ერთდროულად მოემსახუროს განსხვავებული მასშტაბისა და ტექნიკური მოთხოვნების მქონე პროექტებს.

„წრეს“ სივრცე თეთრი ჰაერსატარებით
„წრეს“ სივრცისთვის შექმნილი თეთრი ჰაერსატარები, ელექტროსტატიკურად დატანილი ფხვნილოვანი საფარითაა დამუშავებული, რაც გარდა ვიზუალური ესთეთიკისა, მათ მაღალი კოროზიული და მექანიკური გამძლეობით გამოარჩევს
სიახლები

სხვა სიახლეები