ბიომი ჰოლდინგი

ეკოსისტემა თქვენს სივრცეში

სს „ბიომი ჰოლდინგი“ წარმოადგენს საინჟინრო ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების მიმართულებებს ერთ სრულ, ინტეგრირებულ სისტემად.

ბიომი - საინჟინრო ჰოლდინგი

კომპანია ოპერირებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ და სამრეწველო სექტორში და მომხმარებელს სთავაზობს არა ცალკეულ პროდუქტებს, არამედ სივრცის სრულ საინჟინრო გადაწყვეტას - იდეიდან ფუნქციონირებად სისტემამდე, მისი შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერით.

ჩვენი ფილოსოფია

ბიომის ფილოსოფია ეფუძნება მის სახელში ჩადებულ მნიშვნელობას - ბიომი, როგორც დაბალანსებული ეკოსისტემა. ჰაერი, ტემპერატურა და წყალი განიხილება არა დამოუკიდებელ კომპონენტებად, არამედ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებად, რომლებიც ქმნის ერთიან, ეფექტურ და სტაბილურ გარემოს. სწორედ ამ ხედვაზე დაყრდნობით, კომპანია ქმნის ენერგოეფექტურ და მაღალტექნოლოგიურ სისტემებს, რომლებიც მუშაობს შეუმჩნევლად, თუმცა მაქსიმალური სიზუსტითა და ეფექტურობით.

ბრენდები

„ბიომი ჰოლდინგი“ საინჟინრო გადაწყვეტილებებში უპირატესობას ანიჭებს წამყვანი საერთაშორისო მწარმოებლების ტექნოლოგიებს:

Samsung Mitsubishi Electric Vortice Beretta Riello Warmhaus Tiemme DAB Wilo

მათი შერჩევა ეფუძნება თითოეული პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებს, სივრცის სპეციფიკასა და სისტემის ეფექტიანობას, ხოლო კომპანია უზრუნველყოფს სრულ საინჟინრო პროცესს - პროექტირებიდან მონტაჟსა და სერვისის ჩათვლით.

ALL IN ONE მოდელი

2024 წლის რებრენდინგის შემდეგ, ბიომმა ჩამოაყალიბა ALL IN ONE მოდელი, რომელიც B2B სეგმენტს სთავაზობს მომსახურების სრულ ციკლს:

  • საინჟინრო კონცეფცია
  • პროექტირება
  • ტექნოლოგიების შერჩევა
  • მიწოდება და ლოჯისტიკა
  • მონტაჟი
  • გაშვება და გამართვა
  • სერვისი და ტექნიკური მხარდაჭერა

ეს ნიშნავს ერთიან პასუხისმგებლობას, შემცირებულ რისკებს, ტექნიკურ სიზუსტეს და გრძელვადიან, ენერგოეფექტურ შედეგს.

20წლიანი გამოცდილება
1200+დასრულებული პროექტი
26+პრემიუმ ბრენდი
20-წლიანი გამოცდილებითა და მასშტაბური პროექტების პორტფელით, სს „ბიომი ჰოლდინგი“ დღეს წარმოადგენს პარტნიორს, რომელიც ქმნის სივრცის მუშაობის ინჟინერიას - სისტემურად, ზუსტად და სრულად.

ვიდეო

გსურთ თანამშრომლობა? დაგვიკავშირდით → ALL IN ONE ციკლი