მაღალკვალიფიციური სპეციალისტები პროექტის სრულ ციკლში არიან ჩართული - საინჟინრო გადაწყვეტების შემუშავებასა და სისტემების დაპროექტებაში, ტექნოლოგიების შერჩევაში, მონტაჟის ხარისხის კონტროლში, გაშვება-გამართვასა და შემდგომ მომსახურებაში.
ერთიანი საინჟინრო მიდგომა
„ბიომი ჰოლდინგში“ პროექტის მასშტაბი სამუშაო სტანდარტს არ ცვლის. როგორც საცხოვრებელი, ისე მსხვილი კომერციული და ინდუსტრიული პროექტები ერთიანი საინჟინრო მიდგომით იმართება. ეს მოიცავს საჭიროებების დეტალურ შეფასებას, ტექნიკურად დასაბუთებული გადაწყვეტის შერჩევას, შესრულების ხარისხის კონტროლსა და სისტემების შემდგომ მომსახურებას.
ტექნიკური სერვისი
გაფართოება ტექნიკური სერვისის მიმართულებასაც შეეხო. გაიზარდა სისტემების დიაგნოსტიკის, გეგმური მომსახურებისა და ტექნიკურ საჭიროებებზე დროული რეაგირების რესურსი. შედეგად, კომპანიის პასუხისმგებლობა მონტაჟის დასრულებით არ შემოიფარგლება და სისტემების გამართულ, ხანგრძლივ და ენერგოეფექტიან მუშაობასაც მოიცავს.
გუნდის გაფართოებით „ბიომი ჰოლდინგმა“ განავითარა შესაძლებლობა, გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების სრული ციკლი სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების პროექტებისთვის ერთი პასუხისმგებელი საინჟინრო პარტნიორის ფარგლებში მართოს.
