ობიექტზე „ბიომი ჰოლდინგმა“ გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები სრულად მოაწყო.
პროექტის სპეციფიკა
სხვადასხვა ინტენსივობის სავარჯიშო ზონები ჰაერცვლისა და ტემპერატურული რეჟიმის ინდივიდუალურად განსაზღვრას მოითხოვდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა რაოდენობის შესაბამისი სუფთა ჰაერის მიწოდებას, ჭარბი სითბოსა და ტენიანობის მოცილებას, ასევე საშხაპეებისა და გასახდელების გამწოვი ვენტილაციის მოწყობას.
გადაწყვეტა
სივრცეებში არხული ტიპის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები მოვაწყვეთ. გათბობისთვის იტალიური ბრენდის - „Beretta-ს“ კონდენსაციური ქვაბები დავამონტაჟეთ, ხოლო ცხელი წყლით მომარაგებისთვის - „Omega-ს“ ბოილერები.
ღია ჰაერსატარები ლოფტის არქიტექტურულ კონცეფციას მოვარგეთ და ელექტროსტატიკური მეთოდით დატანილი ფხვნილოვანი საღებავით დავფარეთ, რითიც ზედაპირმა ექსპლუატაციისთვის საჭირო მექანიკური და კოროზიული მდგრადობა შეიძინა.
საინჟინრო სამუშაოები დამკვეთთან კოორდინაციით შევასრულეთ და თითოეული ზონის ფუნქციურ და ტექნიკურ მოთხოვნებს მოვარგეთ.
„ბიომი ჰოლდინგი“ - თქვენი საიმედო HVAC პარტნიორი.
