საგანმანათლებლო

San Diego State University Georgiaსაინჟინრო სამუშაოები სასწავლო კამპუსისთვის

თანამედროვე სასწავლო კამპუსი განსხვავებული ფუნქციის სივრცეებს - სასწავლო კაბინეტებსა და ლაბორატორიებს - აერთიანებს, რომელთაც გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის მიმართ განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნები აქვს.

San Diego State University Georgia
ობიექტი: San Diego State University Georgia - თბილისი

San Diego State University Georgia-სთვის „ბიომი ჰოლდინგმა“ გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების პროექტირება განახორციელა. გაგრილების მიმართულებით პროექტში გათვალისწინებულია ÜNTES-ის ჩილერ-ფანკოილის სისტემა, ხოლო სივრცეებს რეკუპერირებული ჰაერი მიეწოდება.

ლაბორატორიები და კაბინეტები

ვენტილაციის პროექტირებისას ცალკე გათვალისწინებულია სასწავლო ლაბორატორიების სპეციფიკა და მათთვის განსაზღვრული განსხვავებული მოთხოვნები. საინჟინრო სისტემები ასევე მორგებულია სასწავლო კაბინეტების ფუნქციასა და დატვირთვაზე.

არქიტექტურა

ობიექტის არქიტექტურული გადაწყვეტა აერთიანებს ღია, ლოფტის სტილისა და დახურული ჭერის მქონე სივრცეებს - შესაბამისად, საინჟინრო სისტემების ინტეგრირებაც კომბინირებული მიდგომით განხორციელდა.

„ბიომი ჰოლდინგის“ საინჟინრო გადაწყვეტა სხვადასხვა ფუნქციური და ტექნიკური მოთხოვნის მქონე სივრცეებს ერთიან სისტემაში აერთიანებს - კონკრეტული სასწავლო გარემოს სპეციფიკის გათვალისწინებით.

გაქვთ მსგავსი ობიექტი? მოგვწერეთ → ყველა პროექტი