ობიექტზე „ბიომი ჰოლდინგმა“ გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების ფარგლებში შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები შეასრულა.
პროექტის სპეციფიკა
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი ღია, ინდუსტრიული ჭერია, სადაც საინჟინრო კომუნიკაციები ინტერიერის ხილული ნაწილია. შესაბამისად, ჰაერსატარების მოწყობა ტექნიკურ სიზუსტესთან ერთად სივრცის ვიზუალური კონცეფციის გათვალისწინებასაც მოითხოვდა.
გადაწყვეტა
ღია ჭერის პირობებში ჰაერსატარების ქსელი მოეწყო სივრცის ფუნქციური ზონებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინჟინრო კომუნიკაციების ზუსტ განლაგებასა და მონტაჟის ხარისხს.