სტუმართმასპინძლობა

OROსაინჟინრო პროექტი თანამედროვე სარესტორნო სივრცისთვის

რესტორნის გამოცდილება მხოლოდ კონცეფციით, სამზარეულოთი და ინტერიერით არ იქმნება - მის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საინჟინრო გარემო, რომელიც სტუმრის კომფორტსა და სივრცის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ORO კომერციული კომპლექსი
ობიექტი: ORO, სტრადას რესტორნების ქსელი - თბილისი

სტრადას რესტორნების ქსელ ORO-ს 400 მ² ფართობის ობიექტზე „ბიომი ჰოლდინგმა“ გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების სრული საინჟინრო და სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა.

პროექტის სპეციფიკა

HoReCa სექტორისთვის HVAC სისტემების დაგეგმვა განსაკუთრებით კომპლექსურია. პროფესიული სამზარეულო, სტუმრების სივრცეები და სხვადასხვა ფუნქციური ზონა განსხვავებულ თერმულ დატვირთვასა და ჰაერცვლის მოთხოვნებს ქმნის. შესაბამისად, ეფექტური საინჟინრო გადაწყვეტა თითოეული სივრცის ფუნქციის გააზრებასა და სისტემების ერთმანეთთან სწორ ინტეგრაციას მოითხოვს.

გადაწყვეტა

„ოროს“ პროექტზე მუშაობისას „ბიომი ჰოლდინგის“ საინჟინრო გადაწყვეტა სწორედ ობიექტის სპეციფიკისა და რეალური დატვირთვების გათვალისწინებით შემუშავდა. გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემები დაიგეგმა როგორც ერთიანი HVAC ინფრასტრუქტურა, სადაც თითოეული კომპონენტი კონკრეტულ ფუნქციურ მოთხოვნას პასუხობს.

პროექტში გათბობის მიმართულებით გამოყენებულია Warmhaus-ის კონდენსაციური ტიპის ქვაბები, ხოლო გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემები შერჩეული და ინტეგრირებულია ობიექტის სპეციფიკის შესაბამისად.

ORO-ს პროექტი ასახავს „ბიომი ჰოლდინგის“ მიდგომას HoReCa სექტორის მიმართ - საინჟინრო გადაწყვეტა იქმნება სივრცის ფუნქციიდან გამომდინარე და არა სივრცე არსებული სისტემის შესაძლებლობების მიხედვით.

- „ბიომი ჰოლდინგი“

„ბიომი ჰოლდინგი“ - პროექტირებიდან და სისტემების შერჩევიდან მონტაჟამდე და შემდგომ ტექნიკური მხარდაჭერით.

გაქვთ მსგავსი ობიექტი? მოგვწერეთ → ყველა პროექტი