პროექტზე Alter Design-სა და ინტერიერის დიზაინერ ციცი ბოხუასთან თანამშრომლობით ვიმუშავეთ. ჩვენი ამოცანა იყო გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების ისე მოწყობა, რომ საინჟინრო ეფექტიანობასთან ერთად სივრცის გამორჩეული ვიზუალური ხასიათიც შეგვენარჩუნებინა.
პროექტის სპეციფიკა
ღია ჭერის პირობებში საინჟინრო კომუნიკაციები სრულად ხილულია, ამიტომ თითოეული ტრაექტორია, კვანძი და სამონტაჟო დეტალი განსაკუთრებული სიზუსტით დამუშავდა. პროექტის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად იქცა ჰაერსატარების იშვიათი მწვანე ფერით გადაწყვეტა - ტექნიკური ელემენტი, რომელმაც ინტერიერის ინდივიდუალურ ხასიათს გაუსვა ხაზი.
საინჟინრო გადაწყვეტა
სისტემების განლაგება ინტერიერის კომპოზიციასთან სრულ კოორდინაციაში დაიგეგმა. საინჟინრო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყო სივრცის ფუნქციური გამართულობა და ამავე დროს, მისი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
შედეგად, ტექნიკურად რთული გადაწყვეტა ინტერიერის ორგანულ და გამორჩეულ ნაწილად იქცა - მკაფიო დასტური იმისა, რომ ზუსტი ინჟინერია ფუნქციურობასა და ესთეტიკას თანაბრად ემსახურება.
