საგანმანათლებლო

საქართველოს კულინარიის აკადემიაინჟინერია პროფესიული სამზარეულოს მიღმა

პროფესიულ სამზარეულოში კლიმატის მართვა გაცილებით მეტია, ვიდრე სასურველი ტემპერატურის შენარჩუნება.

საქართველოს კულინარიის აკადემია
ობიექტი: საქართველოს კულინარიის აკადემია - თბილისი

მაღალი თერმული დატვირთვა, ორთქლი, სუნი, ინტენსიური სამუშაო პროცესი და სივრცეში ადამიანების მუდმივი მოძრაობა ქმნის გარემოს, სადაც გათბობა, გაგრილება და ვენტილაცია ერთიან, ზუსტად გათვლილ სისტემად უნდა მუშაობდეს.

გადაწყვეტა

საქართველოს კულინარიის აკადემიისთვის „ბიომი ჰოლდინგმა“ განახორციელა გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირება - სივრცის ფუნქციის, დატვირთვისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის გათვალისწინებით.

საინჟინრო გადაწყვეტის მიზანი იყო პროფესიული სასწავლო გარემოსთვის შესაბამისი მიკროკლიმატის შექმნა, ჰაერის ეფექტური ცვლის უზრუნველყოფა და სისტემების გამართული მუშაობა განსხვავებული დანიშნულების სივრცეებში.

ეს არის „ბიომი ჰოლდინგის“ მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ - არა სტანდარტული გადაწყვეტის მორგება სივრცეზე, არამედ სივრცის საჭიროებებიდან გამომდინარე საინჟინრო სისტემის შექმნა.

- „ბიომი ჰოლდინგი“
გაქვთ მსგავსი ობიექტი? მოგვწერეთ → ყველა პროექტი