სტუმართმასპინძლობა

შატო მეფის ქალაქიHVAC სასტუმროს ტიპის ობიექტისთვის

კასპის რეგიონში, ვენახებითა და მთის ხედებით გარშემორტყმული „შატო მეფის ქალაქი“ ტრადიციულ ქართულ არქიტექტურას თანამედროვე სტუმარმასპინძლობის კონცეფციასთან აერთიანებს.

შატო მეფის ქალაქი
ობიექტი: შატო მეფის ქალაქი - კასპი

ასეთ სივრცეში კომფორტი მხოლოდ არქიტექტურითა და ინტერიერით არ იქმნება - მის მნიშვნელოვან საფუძველს სწორად დაგეგმილი საინჟინრო სისტემები წარმოადგენს. „შატო მეფის ქალაქისთვის“ „ბიომი ჰოლდინგმა“ გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირება განახორციელა.

პროექტის სპეციფიკა

სასტუმროს ტიპის ობიექტი HVAC სისტემებისგან განსხვავებული სივრცეების ერთიან მართვას მოითხოვს. სასტუმრო ნომრები, საერთო და სარელაქსაციო სივრცეები თუ სხვა ფუნქციური ზონები განსხვავებულ რეჟიმებში მუშაობს, თუმცა საბოლოოდ ერთიან საინჟინრო გარემოს უნდა ქმნიდეს.

გადაწყვეტა

პროექტირებისას „ბიომი ჰოლდინგის“ საინჟინრო გუნდის ამოცანა სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების ერთ სისტემაში გაერთიანება და ობიექტის სპეციფიკაზე მორგებული HVAC გადაწყვეტის შექმნა იყო. პროექტში გამოყენებულია Vortice-ისა და ÜNTES-ის ტექნოლოგიები, რომლებიც გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის ერთიანი საინჟინრო კონცეფციის ნაწილად განისაზღვრა.

„შატო მეფის ქალაქის“ პროექტი ასახავს „ბიომი ჰოლდინგის“ მიდგომას სტუმარმასპინძლობის სექტორის საინჟინრო ინფრასტრუქტურის მიმართ - ტექნიკური გადაწყვეტა უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ შენობის პარამეტრებს, არამედ სივრცის ფუნქციას, მისი გამოყენების სცენარსა და კონკრეტულ მოთხოვნებს.

- „ბიომი ჰოლდინგი“

„ბიომი ჰოლდინგი“ - იდეიდან ფუნქციონირებად სისტემამდე.

გაქვთ მსგავსი ობიექტი? მოგვწერეთ → ყველა პროექტი