პროექტის სპეციფიკა
სამუშაოები მოიცავდა უნივერსიტეტის აუდიტორიებს, კვლევით ლაბორატორიებს, ვეტერინარულ კლინიკას, კულინარიის აკადემიას, ასევე სასწავლო და საგამოცდო სივრცეებს. თითოეული მათგანის დანიშნულება და ფუნქციური დატვირთვა HVAC სისტემებისადმი სპეციფიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავდა.
პროექტები სხვადასხვა პერიოდში ხორციელდებოდა, ამიტომ თითოეულ ეტაპზე საჭირო იყო კონკრეტული სივრცის მოთხოვნების უნივერსიტეტის არსებულ საინჟინრო ინფრასტრუქტურასთან შეჯერება.
გადაწყვეტა
„ბიომი ჰოლდინგმა“ გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემები თითოეული სივრცის ფუნქციის, ტექნიკური პარამეტრებისა და დატვირთვის შესაბამისად დააპროექტა და მოაწყო. გათბობის სისტემაში გამოყენებულია იტალიური პრემიუმ ბრენდის - RIELLO-ს RTQ 2S სერიის ფოლადის წნევიანი ქვაბები, რომლებიც ამავე ბრენდის RS სერიის პროგრესული, ორსაფეხურიანი გაზის სანთურებითაა დაკომპლექტებული. საინჟინრო გადაწყვეტები ინდივიდუალურად განისაზღვრა და უნივერსიტეტის არსებულ ინფრასტრუქტურასთან შესაბამისობაში განხორციელდა.
2008 წელს დაწყებული პარტნიორობის კიდევ ერთი ეტაპი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გათბობა-გაგრილების სისტემების რეკონსტრუქციით გაგრძელდა. პროექტი არსებული საინჟინრო ინფრასტრუქტურის განახლებასა და სივრცის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა.
