სასაწყობე

GEPHA-ს საწყობიკონტროლირებადი კლიმატი სასაწყობე სივრცისთვის

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მდებარე GEPHA-ს სასაწყობე სივრცისთვის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და ტენიანობის კონტროლის სისტემები დავაპროექტეთ და მოვაწყვეთ. „ბიომი ჰოლდინგის“ პასუხისმგებლობა სრულ საინჟინრო პროცესს მოიცავდა - ტექნიკური მოთხოვნების დამუშავებას, სისტემების კონფიგურაციის განსაზღვრას, მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას.

GEPHA-ს საწყობი
ობიექტი: GEPHA-ს საწყობი - თბილისი

2 000 მ²-მდე ფართობის საწყობი განკუთვნილია ბავშვთა კვების პროდუქტების, ჰიგიენისა და ყოველდღიური მოხმარების საშუალებების შესანახად. საინჟინრო გადაწყვეტა ისე შევიმუშავეთ, რომ მთელ სივრცეში სტაბილურად შენარჩუნდეს პროდუქციისთვის განსაზღვრული ტემპერატურა და ტენიანობა, უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ჰაერცვლა, ხოლო ძირითადი პარამეტრები ცენტრალიზებულად იმართებოდეს.

პროექტის სპეციფიკა

პროექტის საწყის ეტაპზე დამკვეთისგან მივიღეთ ტექნიკური დავალება, არქიტექტურული ნახაზები, თაროების განლაგების სქემა და პროდუქციის შენახვისთვის განსაზღვრული კლიმატური პარამეტრები. მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე განვსაზღვრეთ სისტემების საჭირო სიმძლავრე, კონფიგურაცია და ჰაერის განაწილების სქემა.

საწყობის მოცულობისა და თაროების განლაგების გათვალისწინებით, საინჟინრო გადაწყვეტა ორ ძირითად პრინციპზე დავაფუძნეთ - დამუშავებული ჰაერის მთელ ფართობზე თანაბარ მიწოდებასა და ტემპერატურისა და ტენიანობის განსაზღვრული რეჟიმის სტაბილურ შენარჩუნებაზე.

გადაწყვეტა

ობიექტზე მოვაწყვეთ კონდიცირების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. დავამონტაჟეთ ჰაერის ცენტრალური მიმწოდებელი და ტენიანობის საკონტროლო დანადგარები. საინჟინრო გადაწყვეტაში გამოყენებული მოწყობილობების იმპორტიც თავად განვახორციელეთ.

ტენიანობის საკონტროლო დანადგარები სივრცეში განსაზღვრული მაჩვენებლის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ, ხოლო მართვის ცენტრალური პულტი ოპერატორს საშუალებას აძლევს, საინჟინრო სისტემები ერთი წერტილიდან მართოს და აკონტროლოს.

მრავალწლიანი თანამშრომლობა

ფეიქრების ქუჩაზე მდებარე საწყობი „ბიომი ჰოლდინგისა“ და GEPHA-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპია. მანამდე საინჟინრო სისტემები მოვაწყვეთ GEPHA-ს დიღომში მდებარე, 16 000 მ²-მდე ფართობის საწყობში, ცენტრალური ოფისის ტრენინგცენტრში, კაფეტერიასა და სამზარეულოში. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, GPC-ის, ფარმადეპოსა და The Body Shop-ის ფილიალებში.

განსხვავებული დანიშნულებისა და მასშტაბის ობიექტებზე შესრულებული სამუშაოები თანამშრომლობის თანმიმდევრულ განვითარებასა და თითოეული სივრცის სპეციფიკაზე დაფუძნებულ საინჟინრო მიდგომას ასახავს.

„ბიომი ჰოლდინგი“ - HVAC საიმედო პარტნიორი.

გაქვთ მსგავსი ობიექტი? მოგვწერეთ → ყველა პროექტი