კომპანიის შესახებ

სააქციო საზოგადოება „ბიომი ჰოლდინგი“ შექმნილია,  სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ინჟინერიის სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და დარგის სპეციალისტების გაერთიანებით. ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 15 წლიანი ისტორიის განმავლობაში, წარმატებით შესრულებული ფართომასშტაბიანი პროექტები, კომპანიის მთავარი კრედოა.

სს ,,ბიომი ჰოლდინგი“ –  დარგის წამყვანი კომპანიის პოზიციაზეა – მაღალტექნოლოგიური  პროდუქციით, საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობთ და კვალიფიციური პერსონალით. 

ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ისტორიით, სს ,,ბიომი ჰოლდინგის“  საქმიანობა მოიცავს,  როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამრეწველო სფეროში –   გათბობის, კონდიცირების,  ვენტილაციის და წყალმომარაგების ინჟინერიას, პროექტირებას, სამონტაჟო სერვისს, ასევე  მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო  პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას.

ჩვენ შესახებ-03
ჩვენ შესახებ-04
ჩვენ შესახებ-02

გუნდი

სს ,,ბიომი ჰოლდინგი“ აერთიანებს, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ინჟინერიის სფეროში მოღვაწე პროექტ მენეჯერებსა და დარგის სპეციალისტებს. კომპანიის შექმნის იდეა, სწორედ, ერთობლივად განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა პროექტებმა წარმოშვა, რომლებმაც არა მხოლოდ წარმატება და აღიარება მოუტანა გუნდს, არამედ შექმნა თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინჟინრო ეკოსისტემა.

ჩვენი გუნდი ეყრდნობა პროფესიონალიზმს, მაღალ სტანდარტებსა და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია როგორც ინდუსტრიული, ასევე საცხოვრებელი და კომერციული სექტორის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სს „ბიომი ჰოლდინგი“  არა მხოლოდ სანდო პარტნიორია საინჟინრო სფეროში, არამედ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი, რომელიც ქმნის ხარისხიან, ენერგოეფექტურ და ინოვაციურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს.

მისია

კომპანიის მთავარი კრედო, ეფუძნება გრძელვადიან და ნდობაზე დამყარებულ თანამშრომლობას. სს ,,ბიომი ჰოლდინგი“ მომსახურების სფეროში ქმნის უნიკალურ სტანდარტს, რომელიც დაფუძნებულია ფასის, ხარისხის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის  გარანტიებზე.

 მიზანი

ჩვენი მიზანია, ინოვაციური ხედვითა და სტაბილური საერთაშორისო პარტნიორობით, მოვახდინოთ მსოფლიო ბაზრებიდან  პროდუქციის იმპორტი, ვაწარმოოთ საინჟინრო საქმიანობა ენერგო ეფექტური დანადგარებით და ხელი შევუწყოთ გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას.

საქმიანობის ისტორია

0 წლიანი

პარტნიორი

0

საერთასორისო ბრენდი

0

დასრულებული პროექტი

0 +