პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით სს „ბიომი ჰოლდინგი“-ის ( ს. ნ 402320993) (შემდეგში: კომპანია ) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც „კომპანია“ მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში.
ვებგვერდზე www.biomi.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად, გეკისრებათ ვალდებულება, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, კომპანიის აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს კომპანიის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
კომპანიის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის ნორმის მეშვეობით მიიღებს კომპანიის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს კომპანიის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას:
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.
თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
- როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
- როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან კომპანიის ფილიალებში ვიზიტის დროს;
- როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
- როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით;
- თქვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციებიდან.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:
„კომპანია“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
- არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
„კომპანია“ ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:
- შეკვეთების მიღება და დამუშავება;
- მომსახურებისა და დისტანციური შეთანხმებების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;
- სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;
- კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
- ბაზრის სტატისტიკა და ანალიტიკა;
მომხმარებლის უფლებამოსილება:
მომხმარებელს უფლება აქვს „კომპანიას“ მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
- მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება კომპანიის მიერ;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა მონაცემები;
- ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებლის ვალდებულება:
მომხმარებელი ვალდებულია „კომპანიას“ მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.