სამრეწველო პროექტირება და ინჟინერია
გათბობა კონდიცირების სისტემა
ვენტილაცია წყალმომომარაგების სერვისი
ინჟინერია
სს “ბიომი ჰოლდინგის” საინჟინრო ჯგუფი, ახორციელებს ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის პროექტს, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ დაგეგმარებას, ინტეგრირებულ ტექნიკურ მიდგომას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. ჩვენი გუნდი მუშაობს კომპლექსურად, რაც მოიცავს, პირველადი კონცეფციის, მასშტაბის და ტექნიკური საჭიროებების დადგენას, ენერგოეფექტურობის განსაზღვრას, ეკოლოგიური რეგულაციების შესაბამისობის დადგენას საკანონმდებლო ნორმებთან და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. ჩვენი გუნდი, ასევე უზრუნველყოფს, შესრულებული პროექტის ექსპლუატაციის შემდგომ ტესტირებას, ტემპერატურულ და ენერგო მოხმარების ანალიზს, სისტემების მონიტორინგს, ტექნიკურ მხარდაჭერასა და რეგულარულ შემოწმებას.
პროექტირება
HVAC (Heating, Ventilation, and Air Conditioning) სისტემების პროექტირება მოიცავს, – გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სრულყოფილ დაგეგმვას. შედეგად, უზრუნველყოფილია გარემოს მაქსიმალური კომფორტი, ენერგო ეფექტურობა და სისტემის საიმედოობა.
პროექტირების ძირითადი ეტაპები მოიცავს:
- ობიექტის ტიპისა და საჭიროებების განსაზღვრას
- ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისობის დადგენას,
- შენობის არქიტექტურული და კონსტრუქციული პარამეტრების ანალიზს,
- სითბოსა და გაგრილების დატვირთვის გაანგარიშებას,
- ჰაერის ცირკულაციის და ფილტრაციის დაგეგმვას
სრულყოფილად შესრულებული საპროექტო სამუშაოები, უზრუნველყოფს, სისტემის ხანგრძლივ და ეფექტურ მუშაობას, უსაფრთხო ეკოსისტემას და ენერგოეფექტურობას.
საჭირო პროდუქციის იმპორტი და სამონტაჟო მომსახურება
ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ისტორიით, სს ,,ბიომი ჰოლდინგის“ საქმიანობა მოიცავს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამრეწველო სფეროში – გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის და წყალმომარაგების ინჟინერიას, პროექტირებას, სამონტაჟო სერვისს, ასევე მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას.
HVAC სისტემების იმპორტი და მონტაჟი მოიცავს მრავალეტაპიან პროცესს – პროდუქციის შერჩევიდან, ტრანსპორტირებასა და საბაჟო პროცედურებიდან დაწყებული, სრულყოფილი ინსტალაციით და შემდგომი ტექნიკური მომსახურებით დასრულებული.
სისტემების სამონტაჟო მომსახურება ითვალისწინებს:
- ჩვენს მიერ ობიექტის კონსტრუქციის და საინჟინრო კომუნიკაციების შესწავლას
- მონტაჟის ნახაზებისა და პროექტის დოკუმენტაციის მომზადებას
- ტექნიკური პერსონალის კვალიფიციურ მომსახურებას
პროექტის სტრატეგიული დაგეგმარების შემდგომ, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, ყველა საჭირო პროდუქციის შერჩევას, ლოჯისტიკურ ოპერაციას, ტრანსპორტირებას, მონტაჟსა და შემდგომ მომსახურებას.