სამრეწველო პროექტირება და ინჟინერია
გათბობა კონდიცირების სისტემა
ვენტილაცია წყალმომომარაგების სერვისი
შესრულებული პროექტის შემდგომი სერვისი
პროექტის შემდგომი მომსახურება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაგეგმვა და მონტაჟი. სწორად გამართული ექსპლუატაცია და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფს სისტემების ხანგრძლივ მუშაობას, ენერგოეფექტურობას და ეკოლოგიურ მდგრადობას.
პროექტის დასრულების შემდეგ, მისი გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია გათბობის ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სისტემების მონიტორინგი, ტექნიკური მხარდაჭერა და სერვისი. ეს პროცესი უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის შენარჩუნებას, სისტემების ხანგრძლივ გამართულ ფუნქციონირებას და კომფორტს.
ჩვენი გუნდის სპეციალისტების მხრიდან, ხდება შენობაში ტემპერატურის, ტენიანობის, CO₂-ის და ჰაერის ხარისხის კონტროლი, ენერგო მოხმარების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია, სისტემური ხარვეზების დროული აღმოფხვრა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
HVAC სისტემების ტექნიკური მომსახურება მოიცავს, რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას და სეზონურ საპრევენციო სერვისებს
- ჰაერის ფილტრების და სითბოგადამცვლელების გაწმენდას/შეცვლას – დაბინძურებული ფილტრები ამცირებენ სისტემის ეფექტურობას და ზრდიან ენერგომოხმარებას.
- ვენტილატორების, კომპრესორებისა და ძრავების შემოწმებას – ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ელექტრომექანიკური კომპონენტების პერიოდული დიაგნოსტიკა.
- CO₂, ტენიანობისა და ჰაერის ხარისხის სენსორების რეგულირებას – დარღვევების შემთხვევაში ხდება გადაპროგრამება და სინქრონიზაცია.
- ჰაერის ნაკადის ბალანსირებას და გამართვას – საცხოვრებელი და სამრეწველო შენობებში ჰაერის ბალანსის შესწავლა და ოპტიმიზაცია.
- HVAC სისტემების ადაპტირებას სეზონური მოთხოვნების შესაბამისად.
- გათბობისა და გაგრილების სისტემების ეფექტურობის ტესტირებას – წნევის, ტემპერატურის და ცირკულაციის შემოწმება.
- მკაცრი კლიმატური პირობებისგან დაცვას – კომპონენტების იზოლაცია და დაცვა ყინვის ან გადახურებისგან
შედეგად, თქვენ იღებთ სარგებელს – ელექტროენერგიისა და გაზის ხარჯების შემცირებით, უსაფრთხო, ეკომეგობრული საცხოვრებელი/ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით და სისტემის ხანგრძლივი და კომფორტული ექსპლუატაციით.