კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებსაიტის გამოყენებით ან/და პერსონალური მონაცემების მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს.
- ზოგადი დებულებები
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ეხება, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გამოყენებას და დაცვას, სს „ბიომი ჰოლდინგი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 402320993, მისამართი: ქ. თბილისი, აკ. ბელიაშვილის 124. შემდგომში – „კომპანია“/ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი) მიერ ვებ-გვერდზე biomi.ge და კომპანიის საქმიანობის ფარგლებში მონაცემების შეგროვების, დამუშავების, გამოყენების, შენახვისა და დაცვის წესებს.
პოლიტიკა შემუშავებულია, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
• პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
• მონაცემთა სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
• მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
• დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
• თანხმობა – მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
• წერილობითი თანხმობა – თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ;
• მესამე პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
•პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან;
3. მონაცემთა დამუშავების პრინციპები
კომპანია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:
• მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
• მონაცემები გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
• დაუშვებელია მონაცემთა დამუშავება თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
• მონაცემთა მოცულობა არის ადეკვატური და პროპორციული;
• მონაცემები არის ზუსტი, განახლებული და სანდო;
• მონაცემები ინახება მხოლოდ აუცილებელი ვადით;
• უზრუნველყოფილია მონაცემთა უსაფრთხოება შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებით.
4. მონაცემთა მოპოვების წყაროები
კომპანია მონაცემებს იღებს შემდეგი წყაროებიდან:
• მონაცემთა სუბიექტის მიერ უშუალოდ მოწოდებული ინფორმაცია;
• კომპანიის პროდუქტებითა და მომსახურებით სარგებლობის პროცესი;
• ვებ-გვერდის, ონლაინ პლატფორმებისა და საკომუნიკაციო არხების გამოყენება;
• ელექტრონული კომუნიკაცია, სატელეფონო ზარები, წერილობითი მიმართვები;
• კანონით დაშვებული სხვა წყაროები.
• კომპანია არ ამუშავებს არასრულწლოვანის მონაცემებს. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე. მონაცემთა დამუშავებისას კომპანია ითვალისწინებს და იცავს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს. თუ არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ 16 წლამდე პირმა კომპანიას მიაწოდა პერსონალური მონაცემები, უნდა დაუკავშირდეს კომპანიას და კომპანია მიიღებს ზომებს ამ ინფორმაციის წასაშლელად.
5. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი სამართლებრივი საფუძველი:
• მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ან ხელშეკრულების დასადებად;
• მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კომპანიის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
• მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია კანონით განსაზღვრული წესით, ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კომპანიის ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, თუ არ ირღვევა მონაცემთა სუბიექტის უფლებები.
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
6. დამუშავებული მონაცემების კატეგორიები
კომპანია შეიძლება ამუშავებდეს შემდეგი კატეგორიის მონაცემებს:
მონაცემთა სუბიექტის მიერ მოწოდებული მონაცემები, მათ შორის:
• საკონტაქტო და იდენტიფიკაციის მონაცემები;
• ანგარიშთან და შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
• ტრანზაქციისა და ანგარიშსწორების მონაცემები;
• სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მომსახურების გასაწევად ან კანონით მოთხოვნილი.
ავტომატურად შეგროვებული მონაცემები, მათ შორის:
• ტრანზაქციის ფარგლებში გენერირებული მონაცემები (მაგ., ტრანზაქციის თანხები, დრო და ადგილი, გადახდის მეთოდი).
• ციფრულად გენერირებული მონაცემები (მაგ., მომხმარებლის კალათაში ნივთების დამატება, საძიებო მოთხოვნები, ენის პარამეტრები).
• მდებარეობის მონაცემები, მათ შორის ზოგადი მდებარეობის მონაცემები (მაგ., IP მისამართი).
• სერვისების გამოყენების სტატისტიკა, მონაცემთა ტრაფიკი ვებ-გვერდებზე და ვებ-გვერდებიდან, IP მისამართი, წვდომის დრო, ენის პარამეტრები და ვებ-ლოგის ინფორმაცია.
• Cookies და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით შეგროვებული მონაცემები:
• ინფორმაცია მომხმარებლის მიერ მონახულებული გვერდების, წვდომის დროის, ვიზიტების სიხშირისა და ხანგრძლივობის, ბმულებზე დაწკაპუნების შესახებ.
• მონაცემები მომხმარებლის აქტივობებისა შესახებ.
• მომხმარებლის სეგმენტი ან კატეგორია.
• ოპერაციული სისტემა და ვერსია, ბრაუზერის ტიპი და პარამეტრები, სარეკლამო ID, ქუქი-ფაილებთან დაკავშირებული მონაცემები.
• სხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემები.
• კომპანია არ ამუშავებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გარდა კანონით პირდაპირ დაშვებული შემთხვევებისა.
7. მონაცემთა დამუშავების მიზნები
მონაცემთა დამუშავება ხორციელდება შემდეგი მიზნებით:
• შეკვეთების მიღება, დამუშავება და მიწოდება;
• ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
• მომხმარებელთან კომუნიკაცია და პრეტენზიებზე რეაგირება;
• ფინანსური და საგარანტიო პროცესების უზრუნველყოფა;
• კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
• საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებათა და ვალდებულებათა შესრულების მიზნებისთვის.
8. მონაცემთა დამუშავება მარკეტინგის მიზნებისთვის
• მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას კომპანია ახორციელებს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წინასწარი, თავისუფალი, ინფორმირებული და ცალსახა თანხმობის საფუძველზე.
• კომპანია შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის.
9. მონაცემთა შენახვის ვადები
• მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნების მისაღწევად ან კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად.
• მონაცემთა დამუშავების მაქსიმალური ვადაა 6 წელი, თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს განსხვავებულ შენახვის ვადას, რომელიც განპირობებულია როგორც „კომპანიისთვის“ კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობით, ასევე მომხმარებელთან არსებული სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობების განხორციელებით.
➢ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება მომსახურების ხასიათის მიხედვით.
• საგარანტიო მომსახურების შემთხვევაში მონაცემები ინახება საგარანტიო ვადის განმავლობაში და მისი დასრულებიდან დამატებით არაუმეტეს 3 წლისა.
• არასაგარანტიო მომსახურების შემთხვევაში მონაცემები ინახება მომსახურების დასრულებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მონაცემთა უფრო ხანგრძლივ შენახვას.
• მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, რომლებიც დამუშავებულია მხოლოდ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და მომხმარებლის ანგარიშის მართვის მიზნით, ინახება მომხმარებლის ანგარიშის აქტიურობის პერიოდში და მისი არააქტიურობის დაწყებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადით, თუ მომხმარებელი ამ პერიოდში არ გამოიყენებს კომპანიის მომსახურებას ან არ დაამყარებს სახელშეკრულებო ურთიერთობას კომპანიასთან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან დაიდეპერსონალიზდება, თუ მათი უფრო ხანგრძლივი შენახვა არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
• ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან შეინახება დეპერსონალიზებული ფორმით.
10. მონაცემთა გადაცემა მესამე პირებისთვის
მონაცემთა გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ:
• კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
• მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე;
• პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებითი დაცვის პირობებით.
• იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დანაშაულის გამოვლენასა და გამოძიებასა, ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს, მომხმარებლისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე, სამართალდამცავი თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
• მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, კანონის შესაბამისად და კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, საჭიროების შემთხვევაში, გადაეცემა პარტნიორ კომპანიებს საქონლის მიწოდების უზრუნველყოფის, საგარანტიო ან სხვა სახის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
11. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლება, კომპანიას მოსთხოვოს:
• დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია დამუშავებული მონაცემების, დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის, მონაცემთა მიმღებების და მონაცემთა გადაცემის შესახებ. ამ ინფორმაციის მიღება ხდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.•
გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები.
• მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა კომპანია ასწორებს, განაახლებს ან/და შეავსებს მონაცემებს ან აცნობებს უარის თქმის საფუძვლებს.
• მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს, ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობება უარის თქმის საფუძველი.
• მონაცემთა დაბლოკვა, თუ მონაცემები სადავოა, უკანონოა, აღარ არის საჭირო დამუშავების მიზნისთვის, ან მიმდინარეობს მოთხოვნის განხილვა.
• ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს. კომპანია უზრუნველყოფს თანხმობის გამოხმობის უსასყიდლო, მარტივ და ხელმისაწვდომ მექანიზმს.
• მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
• არსებობს მონაცემთა დამუშავების პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-6 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
• მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
• მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
12. მონაცემთა უსაფრთხოება
კომპანია იღებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა კანონის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად, მათ შორის:
• წვდომის კონტროლი;
• ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმები;
• ინციდენტების აღრიცხვა და შეტყობინება კანონით დადგენილ ვადებში.
• თუ მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე, კომპანია ვალდებულია წინასწარ განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება.
• თუ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების შედეგად გამოვლინდება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის მაღალი საფრთხე, კომპანია ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფრთხეების არსებითად შესამცირებლად. თუ დამატებითი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით შეუძლებელია საფრთხის არსებითად შემცირება, მონაცემთა დამუშავება არ უნდა განხორციელდეს.
• კომპანია აღრიცხავს ინციდენტებს, დამდგარი შედეგს, მიღებული ზომებსა და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
13. ე.წ. “ქუქი” (“cookie”) ფაილების გამოყენების პოლიტიკა
• ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია “cookie” და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა “cookie” ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად “cookie” ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.
• “cookie” არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისას. ბევრ სხვა სასარგებლო დატვირთვასთან ერთად, იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი.შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის მიერ “cookie” ფაილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, ონლაინ შოპინგის მომხმარებლისათვის გამარტივება და ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების მიღება.
• ჩვენი ვებ-გვერდი არ იყენებს “cookie” ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით.
• თუ გსურთ, შეზღუდოთ “cookie” ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლა, აღნიშნულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას “პარამეტრები”. თქვენი ტექნიკური მოწყობილობის ბრაუზერიდან “cookie” ფაილების წაშლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების მომხმარებლის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით “cookie” ფაილებს.
14. საკონტაქტო ინფორმაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით info@biomi.ge.
„კომპანია“ უზრუნველყოფს მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას ყველა აუცილებელი ზომის მიღებით.
ტელეფონი: (+995) 322 15 11 15
ელ. ფოსტა: info@biomi.ge